საქართველო – სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სომხეთთან ძალიან კარგი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაქვს ყველა მიმართულებით. შეიძლება ითქვას რომ დე-ფაქტოდ ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები. დღეს უკვე ეს რეალობა და მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყნის მთავრობა მოწოდებულია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონტრიბუცია შევიტანოთ ამ გრძელვადიანი მშვიდობის საქმეში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…